მსოფლიო

ანჯელინა ჯოლის საიდუმლო დიეტა: რატომ ნერვიულობს ბრედ პიტი მეუღლეზე?

ის, რომ ანჯელინა ჯოლი ბოლო დროს ასე გახდა, მის მეუღლეს, ბრედ პიტსაც კი არ მოსწონს, მაგრამ მსახიობის კვების რაციონი და დღის რეჟიმი მაინც მსოფლიო ყურადღების ქვეშ დგას.

ანჯელინა ჯოლის ამჟამინდელი კვების რეჟიმი გასაიდუმლოებულია, რადგან მსახიობს აშკარა ანორექსია აწუხებს და მისი გასაჯარაოვება მხოლოდ ცუდი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა სანამ ჯოლი ამ მდგომარეობას მიაღწევდა, მსახიობი სწორად იკვებებოდა და მისი ფორმაში ყოფნაც ამის დამსახურება იყო.

როგორც ანჯელინა ჯოლის პირადი თანაშემწე ამბობს, მსახიობი ყოველდღიურად გარკვეულ დროს ვარჯიშს და იოგას უთმობდა. ეს უკანასკნელი სხეულის ფორმების სრულყოფილებისთვის საუკეთესო არჩევანია. რაც შეეხება კვების რეჟიმს:

მსახიობი ხშირად მიმართავდა ცილების დიეტას და ზღუდავდა ნახშირწყლების მიღებას. არამხოლოდ ჯოლი, ჰოლივუდის ბევრი მსახიობი მიმართავს დიეტას, რომელიც შეიცავს ბოსტნეულს, ხილს, ცილოვან საკვებს, წყალს დიდი რაოდენობით და ვარჯიშს. ანჯელინა ჯოლის რაციონში არ მოიპოვება წითელი ხორცი და ხორბლიდან დამზადებული პროდუქტები. რაც მთავარია, ანჯელინა ჯოლი საღამოს რვა საათის შემდეგ არასდროს იკვებება.

healthyceleb.com

იტვირთბა....