კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ შვეიცარელებს, რომლებიც ამ ზამთარს, გაზის დეფიციტის პირობებში სახელმწიფოს მიერ დადგენილ ზღვარს შეგნებულად დაარღვევენ და საკუთარ სახლს 19 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაათმობენ, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო თუ ამას შემთხვევით გააკეთებენ – ჯარიმა.
“სიტყვის თავისუფლება – არის! რელიგიის თავისუფლება – არის! გათბობის თავისუფლება? – ახლა უკვე ნუ გათავხედდებით!” – წერს კანდელაკი.