დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 აგვისტოს და 2 სექტემბრის პერიოდში COVID-19-ის 12 787ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელდა 14 257 ადამიანი და გარდაიცვალა 8.
ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში 73 436 ტესტი ჩატარდა.
7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 17.41%.
ცნობისთვის, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.