ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ქართული ხურმა შვედეთსა და ფინეთში შედის

კომპანია “მზიანეთი” დაახლოებით 22 ტონა ხურმის ექსპორტზე გატანას შვედეთსა და ფინეთში მარტში გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ენუქიძე “ბიზნესკონტაქტთან” აცხადებს, რომ მოთხოვნა ხურმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე მიწოდება. როგორც ენუქიძე ამბობს, საქართველოში ხურმის რესურსი არასაკმარისია, ამიტომ კომპანია პროდუქციის ნაწილს აზერბაიჯანში ყიდულობს.

“აზერბაიჯანში ხურმას დაახლოებით 1,20 ლარად ვყიდულობთ, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ჩათვლით კი პროდუქტის საექსპორტო ქვეყანაში ჩატანა დაახლოებით 4 ევრო გვიჯდება. შვედეთსა და ფინეთში 1 კილოგრამ ხურმას დაახლოებით 6,50 ევროდ გავყიდით”, – აცხადებს “მზიანეთის” ხელმძღვანელი.

კომპანია სასაწყობე მეურნეობას ლაგოდეხში ფლობს. მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ “მზიანეთი” საექსპორტო ქვეყნების დამატებასაც გეგმავს.

იტვირთბა....