ახალი ამბები მთავარი სპორტი

(ვიდეო) უკანი არ გვაჩვენა და ჩვენც ბოლომდე მივაწექით – სანაძე გასახდელის ინციდენტზე

ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე თურქეთთან მატჩის დროს გასახდელშ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს და ამბობს, რომ გასახდელში იყო “ხელების ქნევა”.

სანაძის თქმით, კონფლიქტის განეიტრალებაში დიდი როლი დაცვამ ითამაშა.

“მე უფრო მსაჯის მოქმედებაზე გავბრაზდი. ჩავუარე მოთამაშეს [ფურქან ქორქმაზს] და ეს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი ჯარიმა დაგისტვინეს-თქო. იმან რა გაიგო და შეურაცხყოფად რა მიიღო არ ვიცი. მერე უკვე ახლოს მოვიდა და აირია სიტუაცია. რომ მივედით იყო მწვავე საუბარი. დაცვის სამსახურმა დიდი როლი ითამაშა გაშველებაში. ორივე დაძაბული მხარე იყო და უკანი არ გვაჩვენა და ჩვენც ბოლომდე მივაწექით. არა უბრალოდ იყო… რომ გამოვდიოდით გასახდელში იყო იქიდან – ჟარგონულად რომ ვთქვათ, ხელის ქნევა და „გამოვედი გარეთ და აბა რას იზამთ“. და ჩვენც მივედით, მე მივედი, ბიჭები მივედით და ვაპირებდით დალაპარაკებას. უბრალოდ დაიძაბა სიტუაცია და ასე რომ ვთქვათ, შელაპარაკება მოხდა”, – აცხადებს სანაძე.

@khatiasport

#basketball #dudasanadze #georgia #turkey #ball #basket #sport #fouryou #ფორიუზე

♬ original sound – Khatia Tsartsidze

ცნობისთვის, საქართველომ მიმდინარე ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრები ორ ოვერტაიმიან მატჩში 88:83 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთს თურქი კალათბურთელი ფურქან ქორქმაზი და დუდა სანაძე დაუპირისპირდნენ.

თრქეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გასახდელში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოჩანაწერი მოითხოვა. მათი თქმით, გასახდელში თურქ კალათბურთელს ქართველები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამწვრთნელო შტაბის თქმით, თუ ჩანაწერებს არ გადასცემდნენ თურქები ევრობასკეტს დატოვებდნენ. მოგვიანებით, თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ერგინ ათამანმა განაცხადა, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატს არ დატოვებდნენ.

თავის მხრივ, ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ქმედებები გააკრიტიკა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ თამაშის შედეგი ძალაში დარჩა, მაგრამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....