ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა იქნას აღიარებული.

Reuters-ის ცნობით, ბაიდენმა თეთრ სახლში, ჟურნალისტის კითხვაზე – უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, უპასუხა – “არა“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს. თუმცა, ეს დოკუმენტი შესასრულებლად სავალდებულო არ ყოფილა.

იტვირთბა....