aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფიქრობდი, რომ მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც ჩემს კაპიტალს და ოჯახს დაიცავდნენ” – ივანიშვილის გამოსვლა სინგაპურის სასამართლოზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც Credit Suisse-სს 1,27 მილიარდის ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს, სინგაპურის სასამართლოს ონლაინ ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა.

“ვფიქრობდი, რომ მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც დაიცავდნენ ჩემს კაპიტალს და ჩემს ოჯახს“, – განაცხადა Reuters-ის ცნობით ივანიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, თავად სატრასტო დანაყოფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ზარალის ოდენობა გადაჭარბებულია და სასამართლოს სარჩელის უარყოფას სთხოვენ. ხოლო ივანიშვილის ადვოკატების თქმით, ბანკის წარმომადგენლობამ თავისი დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად დაიანგარიშა.

სინგაპურის სასამართლოში მოსმენა 6 სექტემბერს გაგრძელდება.

იტვირთბა....