ახალი ამბები ბიზნესი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილს ბანკმა მოპარა ასეულობით მილიონი დოლარი” – კობახიძე

[su_quote]რაც შეეხება სამართლებრივ დავას, საქმე ეხება რას: თავის დროზე, მარტივად ბანკმა მოიპარა, მოხსნა პირდაპირ ანგარიშიდან ასეულობით მილიონობით დოლარი და ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აქვს დავა ბანკთან და არა პირიქით. და დღეს ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რეალურად ხდება გამოკითხვა იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეტენზიები ბანკთან და არა პირიქით.

…კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბანკმა მოიპარა ასეულობით მილიონი დოლარი და როდის დაიწყო ეს ყველაფერი. დაიწყო დაახლოებით 10-15 წლის წინ სად იყო მაშინ, რა შუაშია აქ სანქციები და ასე შემდეგ. დაიწყო ეს ყველაფერი მაშინ… დიდი ხნის წინ დაიწყო ის ქურდობის საქმე, რომელიც დღეს განიხილება სასამართლო წესით. ეს არის რეალობა და ამასთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს.[/su_quote]

 

ასე ეხმაურება “მთავარი არხის” ცნობით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნას.

ცნობისთვის, Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დაიწყო. ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო 800 მილიონ დოლარს ითხოვს.

იტვირთბა....