[su_quote]კი, ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ იგივე ხალხი ფიქრობს, რომ ოპოზიციაც ცუდია. ოპოზიცია არაფერს აკეთებს, რომ ხალხში დაკარგული ნდობა დაიბრუნოს და ვინც ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ეს ნდობა მოიპოვოს. ამ მიმართულებად ნაბიჯებს არ დგამენ. ვირტუალურ პარტიებად იქცნენ, ხალხთან კონტაქტი გაწყვიტეს. გამოვლენ ტელევიზიით, დაიმუქრებიან. მაგათი ბევრი მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ბოლომდე ერთი არ მიუყვანიათ. რატომ? იმიტომ რომ ხალხის ნდობა არ გააჩნიათ. დღევანდელი ოპოზიციური ელიტა ვერ ახერხებს იმ უკმაყოფილებისა და პროტესტის კაპიტალიზაციას, რაც ხალხში მართლა არსებობს. ხალხი ფიქრობს, არც ხელისუფლება ვარგა, მაგრამ არც ოპოზიციას გავყვები – ეს არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების რაოდენობით კარგად ჩანს. ოპოზიციას უკვირს, რატომ ხდება ასე, რატომ არ აძლევს ხალხი ხმას. იმიტომ, რომ კომპრომეტირებულია ოპოზიცია. უნდა ადგნენ, მართლა რკინის ქალამნები ჩაიცვან, გავიდნენ ხალხში და მისი ნდობა დაიბრუნონ – უნდა დაარწმუნონ ხალხი, რომ შეუძლიათ უკეთესად მართონ ეს ქვეყანა, მოკლე დროში და ეფექტურად გადაწყვეტენ მათ პრობლემებს, ვიდრე ამას ხელისუფლება ჰპირდება და თან ატყუებენ[/su_quote]
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა.