ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
კადიროვს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, აღნიშნა, რომ უკვე 15 წელია ამ პოზიციაზეა და “მისი დროც მოვიდა”.
“ახლა შევიტყვე, რომ პირველ ადგილზე ვყოფილვარ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყველა სუბიექტის ხელმძღვანელებთან შედარებით თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობით. 15 წელია, რაც [ჩეჩნეთის] რესპუბლიკას ვხელმძღვანელობ. ჩვენ, კავკასიელებს ასეთი გამოთქმა გვაქვს – რაც არ უნდა სასიამოვნო და პატივსაცემი სტუმარი იყოს, თუ დროზე მიდის, ამით უფრო სასიამოვნო ხდება. ამიტომ, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ჩემი დროც მოვიდა, სანამ არ გამაგდეს. აღმოჩნდა, რომ უკვე “ბებერი” ვარ. ახალგზარდობა სადღაც წავიდა. ამიტომ, დავიწყე ამაზე ფიქრი და ვეცდები, დროულად წავიდე”, – ამბობს კადიროვი.
Кадыров заявил, что “засиделся” на посту главы Чечни и заслужил “бессрочный отпуск и длинный отпуск”
Кадыров уходит с поста?!! pic.twitter.com/pH4IhJvHS7
— ZZ0Z Мистер Гудвин Z0ZZ (@tomsk1990) September 3, 2022