ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა იმ შპს-სა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც 100% წილს სახელმწიფო ფლობს.
სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ს/ს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძეა, რომლის წლიურმა ანაზღაურებამ 336 000 ლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე ს/ს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. მან ერთი წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით 263 374 ლარი მიიღო.
სამეულშია საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. მამუკა ბახტაძის ხელფასმა 2014 წელს 248 652 ლარი შეადგინა.
მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს შორის მოხვდნენ:
ბათუმის აეროპორტის ხელმძღვანელი – მერთ ქანდიელი – 141 110 ლარი
საქართველოს ფოსტის დირექტორი – ლევან ჩიკვაიძე – 141 085 ლარი
ს/ს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი-ის ხელმძღვანელი ვახტანგ ამბოკაძე – 130 380 ლარი
ენერგო ტრანსის დირექტორი კახა სეხნიაშვილი 129 062 ლარი
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე 124 000 ლარი
ს/ს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილი 109 432 ლარი
საქაერო ნავიგაციის ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი 98 348 ლარი.
შპს ენგურჰესი ლევან მებონია 84 330 ლარი
შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი 81 773 ლარი
შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე 78 000 ლარი.