ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის საქმეში სახელმწიფო ექსპერტიზა ჩაერთვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახელმწიფო ექსპერტიზა ჩაერთვება. როგორც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, მისი უწყება სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად სამხარაულის ბიუროს მიმართავს.

“ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. გვინდა, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.

თქვენ გინდათ, იმგვარად წარმოაჩინოთ, რომ სახელმწიფომ რაღაც დააკლო. სახელმწიფოს ნამდვილად არ დაუკლია არაფერი. პირიქით, აკეთებს ყველაფერს. რაც შეეხება ექსპერტიზიის არგუმენტაციას, ექსპერტიზა გვინდა ჩავატარით იმ მიზნით, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს” – განაცხადა ბრეგაძემ ტვ პირველის ცნობით.

ამასთან, ბრეგაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში ვერ წავა, თუ სასამართლომ მას სასჯელი არ გადაუვადა.

“იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი რომ არ იყოს კონკრეტული პატიმარი, მისი სასჯელი ან გადავადებული ან ის სასჯელისგან უნდა იყოს გათავისუფლებული. ამ გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო”, – ამბობს მინისტრი.

იტვირთბა....