ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნებში 1 მილიარდს დახარჯავს

 

ამერიკელი მილიარდერი, მედიამაგნატი, ნიუ იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ამის შესახებ ბლუმბერგმა Financial Times -თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მსოფლიო მედია ბლუმბერგის შესაძლო პოლიტიკაში მოსვლაზე დიდი ხანია წერდა. ნიუ იორკის ყოფილი მერი განსაკუთრებით კრიტიკული რესპუბლიკელთა კანდიდატისა და უძრავი ქონების მაგნატის დონალდ ტრამპის მიმართ იყო.

ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან პრესას განუცხადა, 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს წინასაარჩევნო კამპანიაში.

 

 

იტვირთბა....