ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლავროვი: ირანს და რუსეთს გვაერთიანებს კოლექტიური დასავლეთის დესტრუქციული ხაზის უარყოფა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ლავროვი ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის და თეირანის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და სახლემწიფოების ლიდერები რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებენ.

ამასთან, ლავროვის განცხადებით, მზადდება სპეციალური ჩართულობის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მისივე თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

“რუსეთი და ირანი საერთაშორისო სამართლის თანმიმდევრული დამცველები არიან. ჩვენ გვაერთიანებს უარყოფა კოლექტიური დასავლეთის დესტრუქციული ხაზისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტად დემოკრატიულ ღირებულებებთან, არავითარი კავშირი არ აქვს გაეროს წესდების პრინციპებთან, მათ შორის, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპთან”, – განაცხადა ლავროვმა.

იტვირთბა....