ევროკავშირის გაზის მარაგის 80% უკვე შევსებულია, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც ლაიენი აღნიშნავს, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად კიდევ დამატებითი წყაროების მოძიებაა საჭირო.
“ევროკავშირის დონეზე, ჩვენ ვამრავალფეროვნებთ წყაროებს, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე შევსებულია 80%-ით. მაგრამ იმისათვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ გვჭირდება განახლებადი წყაროები”, – წერს ფონ დერ ლეიენი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა “ჩრდილოეთ ნაკადი 1-დან” გაზის მიწოდება შეაჩერა, მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დასახელდა.
Thank you @Statsmin Mette Frederiksen for convening the Baltic Sea Summit.
Energy prices are breaking record after record.
The consequences for households and companies are not sustainable.
We need to address this – together and urgently.
https://t.co/I6i9nO9y3i— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 30, 2022