ახალი ამბები ბიზნესი

“შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა” – საქსტატი

შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

„2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის დარგში“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....