ახალი ამბები ბიზნესი საზოგადოება

“ეს მილიონობით ადამიანს აღარიბებს” – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის კურსს ეხმაურება და წერს, რომ ფასების ზრდის შემცირების შანსი გაქრა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ევროვნული ბანკის არაკომპეტენტურმა ჩარევამ შეცვალა.

“დაიძრა ლარი სამისაკენ, ანუ გაქრა ფასების ზრდის შემცირების შანსი. რაიმე კავშირი აქვს ამას საბაზრო ტენდენციებთან? არავითარი. ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურმა ჩარევამ შეცვალა ყველაფერი.
როცა ბაზრის როლს უგუნური ჩინოვნიკი ითავსებს, ეს მილიონობით ადამიანს აღარიბებს”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....