ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგაშვილი: ხელისუფლება იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში – დასასრულთან ახლოს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მოქმედი ხელისუფლება დასასრულს უახლოვდება.

“დღევანდელი მმართველი ბანდა არის ავტორიტარული რუსული მარიონეტული ხელისუფლების კლასიკური მაგალითი. ჯერჯერობით ის იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა. ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული სტრესი იგივე შედეგს იძლევა. იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და ჩამოიშორებს „груსული ოცნების” ბოროტი რუსული ძალის მარიონეტულ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, – წერს გოგაშვილი.

იტვირთბა....