უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, დემნა გვასალია უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი საქველმოქმედო პლატფორმის UNITED24-ის ელჩია.
ამასთან, Balenciaga-მ პლატფორმის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური შექმნა, რომელზეც უკრაინის დროშა და გერბია გამოსახული.