საპენსიო სააგენტოს განცხადებით, სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტრუქტურის განახლებას და ხარვეზი სწორედ ამას უკავშირდებოდა.
სააგენტო წერს, რომ განახლება უკვე დასრულებულია და საპენსიო დანაზოგის შესახებ გრაფა ისევ ჩანს ინტერნტებანკებში.
“საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტურქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია”, – წერს საპენსიო სააგენტო Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ინტერნეტბანკების მომხმარებლებს აპლიკაციაში საპენსიო დანაზოგის რაოდენობის მაჩვენებელი აღარ ჩანდა.