ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა განადგურებულია – ოკუპანტების მარცხი მელიტოპოლში

რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსი დამპყრობლების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა განადგურდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

ფედოროვის თქმით, ოკუპანტებს ბაზა “ავტოკოლორლიტის” ქარხნის ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.

“გასული ღამე ოკუპანტებისთვის ნამდვილად მძიმე იყო ჩვენს ქალაქში. ალბათ ისევ სადმე დააგდეს სიგარეტის ნამწვი, როგორც ისინი ყველა ამ შემთხვევაში იმართლებენ თავს, მაგრამ შედეგი სახეზეა – მირნოეს დასახლებაში, რომელიც მელიტოპოლიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, განადგურებულია სამხედრო ბაზა, სადაც ფსევდო რეფერენდუმი მზადდებოდა. გარდა ამისა, თავად მელიტოპოლში განადგურებულია უმსხვილესი რუსული სამხედრო ბაზა. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მტერი ჩვენს ოლქში თავს არაკომფორტულად გრძნობს და მას აქედან წასვლა მოუწევს”, – ამბობს ფედოროვი.

როგორც ის აცხადებს, დეტალური ინფორმაცია მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იტვირთბა....