ახალი ამბები საზოგადოება

ბორჯომის ხეობიდან სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

შსს-ის ცნობით, ახლა ცეცხლის რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერის ჩაქრობას ცდილობენ.

„ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.

დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია”,- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, ასევე თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.

იტვირთბა....