ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

როგორია უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების მდგომარეობა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მკურნალობის კურსს გადიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გელა გოგიას კი, სამშობლოში, სავარაუდოდ,ორშაბათს ჩამოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედრო კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, ხოლო ომში პირველივე დღიდან აქტიურად იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკვე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

იტვირთბა....