ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

უბედური შემთხვევა თბილისში- აივნის ჩამონგრევას ქალი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა თბილისში – ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც მედიასთან ჩიქობავას 5 ნომრის მაცხოვრებლები ჰყვებიან, მათ გუშინ, დაახლოებით 2 საათზე ხმაური გაიგეს და როცა გამოვიდნენ, მძიმე სურათი დახვდათ.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც აივანი ჩამოინგრა და ის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების და ქალის კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

“მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

იტვირთბა....