საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზემო რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ავარიის შედეგად დაღუპული ძმების, ნიკა და თორნიკე გაგნიძეების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ვუსამძმრებ ოჯახს. რაჭაში ვიმყოფები და ეს ტრაგიკული ინფორმაცია აქ გავიგე” – დააკომენტარა ზურაბიშვილმა Facebook-ზე ჯგუფში “რაჭა და რაჭველები” დადებულ პოსტზე.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ძმები გაგნიძეები და მათი ბიძაშვილი გადაადგილდებოდნენ, ხევში გადაიჩეხა. ავარიის შედეგად, ძმები დაიღუპნენ, მათი ნათესავი კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.
ამავე თემაზე: ვინ არიან ძმები, რომლებიც რაჭაში, ავარიაში დაიღუპნენ