საზოგადოება

ქერტლის მოცილების შინაური, უსწრაფესი და მარტივი რეცეპტი

ქერტლის მიზეზი თავის კანის გამოშრობა, ან სხვა დაავადებაა. სხვადასხვა ბრენდები გვთავაზობენ შამპუნებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა სახლის პირობებშიც შესაძლებელია მასთან ბრძოლა:

ასპირინი – შეიცავს იმ ნივთიერებებს, რასაც ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები. დაამატეთ ორი აბი ასპირინის ფხვნილი ჩვეულებრივ შამპუნს, შეიზილეთ თმაში, დაიტოვეთ 2 წუთი და ჩამოიბანეთ, შემდეგ ისევ ჩვეულებრივი შამპუნი დაისხით ხელის გულზე და კვლავ დაიბანეთ თავი.

სოდა – დაისველეთ თმა და შემდეგ შეიზილეთ ერთი მუჭა  სოდა. 3 წუთის შემდეგ შამპუნის გარეშე ჩამოიბანეთ თავი. სოდა აქრობს იმ სოკოვან მიკრობებს, რომელთაც ქერტლის გამოწვევა შეუძლიათ. რადენიმე კვირის შემდეგ თავის კანი ამ  ხერხით გამოჯანმრთელდება და დაიწყებს ბუნებრივი ზეთის გამომუშავებას, რაც ხელს უშლის ქერტლის გაჩენას. გააკეთეთ ეს ორ კვირაში ერთხელ.

ვაშლის ძმარი – ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი შეურიეთ ნახევარ ჭიქა წყალს და მიღებული სითხე შეიზილეთ თმაში. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. კვირაში ორჯერ მიმართეთ ამ ხერხს და ეფექტი თვალშისაცემი იქნება.

იტვირთბა....