ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

📽 VIDEO “ვტირი, სანთლებს ვანთებ – იქნებ ჩაქრეს… ვიხოცებით, აქამდე კორონა, ახლა ეგი”… – მოსახლეობა შველას ითხოვს

უკვე მეშვიდე დღეა, ბორჯომში ტყის მასივი იწვის. ადგილობრივების თქმით, დილით სოფლები ისევ კვამლში გახვეული დახვდათ. არსებული ინფორმაციით, ტყეში ცეცლის ახალი კერები გაღვივდა.

“დავიტანჯეთ, ტყე მენანება, ვტირივარ, სანთლებს ვანთებ – იქნებ წვიმა გამოჩნდეს, რომ ეშველოს რამე სოფელს, საცოდაობაა, დაიწვა ამხელა ტყე”.

“ვიხოცებოდით ამდენი ხანი – ხან კორონა, ხან ომი, ახლა ამ ჰაერმა უნდა დაგვხოცოს. რომ შევალთ სახლებში, ფანჯრებს ვერ ვაღებთ.

“ძალიან რთული მცდომარეობაა, მეშვიდე დღეა და ვერ ჩააქვრეს ცეცხლი. საღამოს აღარ არის კვალმლი, მაგრამ დილით ისევ კვამლში ვეხვევით მთელი სოფელი”, – ამბობენ ადგილობრივები ტვ პირველთან.

იტვირთბა....