aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ…” – გოგაშვილის საგანგებო განცხადება

დღევანდელ მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ზის – ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე ( ჩემი საქმიდან გამომდინარე). თუმცა გომელაურის თქმით, ჩემი და მისი საიდუმლო კომუნიკაციის შესახებ ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა და შოთაძემაც იცოდნენ. დავალებას ვისგანაც იღებთ, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ რეციდივისტები რომ ხართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველად, მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ, შემდეგ მუხთარლი გაიტაცეთ და მთელი ქალაქის კამერები ლაგოდეხამდე წაშალეთ, მე დამემუქრეთ ოჯახის მოსპობით, ოთხჯერ მესაუბრეთ ციხეში და მთლიანი სერვერები დაწვით. რეციდივისტები ხართ, აბა ვინ ხართ? გირჩევთ დაწეროთ განცხადებები გადადგომის შესახებ, სანამ უარესად შეტოპავთ.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე ხვალ გავასაჯაროვებ ანაბეჭდების გარდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც არ ექვემდებარება არც წაშლას და არც დაზიანებას თქვენი მხრიდან. ეს საბოლოოდ დაადასტურებს ჩემს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, თქვენი მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. სერვერების დაწვაც ამის დასტურია და ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.

ძნელია ებრძოლოთ სისტემის ერთ-ერთ ყოფილ წევრს?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოგიტანთ განაჩენს ევროპაში, ხოლო საქართველოში ამას ქართველი ხალხი გააკეთებს.

 

აღნიშნულის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს.

იტვირთბა....