aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ახალციხეში ქალს მანქანა დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, 25 აგვისტოს, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე შუახნის ქალს ავტომობილი დაეჯახა, დაშავებული კლინიკა იმედში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მას კვლევები უტარდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„დავინახე, რომ მანქანამ დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც მოასწრო დაჯახება. სავარაუდოდ ქალი მანქანას არც უყურებდა. ორი სასწრაფო მოვიდა, ალბათ იმიტომ, რომ ბევრმა დარეკა. წაიყვანეს გონზე იყო ჩვეულებრივ“,- ამბობს თვითმხილველი ნინო მოდებაძე.

დაშავებული ქალი კლინიკა „იმედში“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

„შემოიყვანეს ჩემთან ქალი ეტყობა მსუბუქი დაზიანება აქვს, გონზე იმყოფება, კვლევები უტარდება, გაუკეთდა ექოსკოპია და რენტგენი. მიმღებში რჩება, ხილული დიდი დაზიანება არაფერი აქვს“,- აცხადებს სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, მზია კაკოშვილი.

“მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

იტვირთბა....