aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის და ევროპისთვის წამგებიანია” – პოდოლიაკი მიზეზს განმარტავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის და ევროპისთვის მომგებიანი არ არის, – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა  გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი დროებითი ზავი მომავალში რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიის გაგრძელებას ნიშნავს.

“დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესის შედეგად დადგება დროებითი ზავი, რომელიც სამხედრო აგრესიას არ დაასრულებს. რუსეთის ფედერაცია ამას გამარჯვებად ჩათვლის და საკუთარ ქმედებებს გააგრძელებს. ეს ზავი მხოლოდ მომავალში დაპირისპირების კიდევ განახლებას ნიშნავს”, – აცხადებს პოდოლიაკი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ომი თუ სრულად  არ დასრულდება უკრაინის მოქალაქეები სახლებში უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდებიან.

“ეს იქნება ნაცრისფერი ზონა და ევროპას საკმაოდ დიდი თანხების გაღება მოუწევს, შესაბამისად ხსენებული ზავი არც ევროპისთვის იქნება მომგებიანი”, – აცხადებს პოდოლიაკი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აგრესორთან მოლაპარაკებებზე მოლაპარაკებებზე დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრემლის უკანასკნელი იმედები უკრაინის დამარცხებაზე ჩავარდება.

 ”მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ ომის დაწყებას ვეღარ შეძლებს”, – თქვა პოდოლიაკმა.

 

იტვირთბა....