aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

ხანძარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს უახლოვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხანძარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს უახლოვდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მეხანძრე-მაშველების თქმით, აღნიშნული ტერიტორია დაცულია.

„ეს ადგილი უსაფრთხოა. ქერზეა ცეცხლი და არ ჩამოვუშვებთ, ბატონმა მღებრიშვილმა მაგიტომ დაგვაყენა აქ. იქ შიგნითაც დგაგან მეხანძრეები, გზა შეყვანილი, ტექნიკა მუშაობს”, – აცხადებს ადგილობრივი “ტვ პირველთან”.

მოსახლეობა კი სოფელი თისელიდან საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ცეცხლი მაგისტრალს მიუახლოვდა, ყველაფერი აფეთქდება.

„აქ გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალი, ამიტომაც საშიშია. ეს ხაზი დაცული გვაქვს. ღმერთმა დაიფაროს და რამე რომ მოხდეს სულ აფეთქდება აქაურება“, – ამბობს ადგილობრივი.

“ახალციხეში მდებარე სტრატეგიულ ობიექტთან ახლა უსაფრთხოების განსკუთრებული ზომებია მიღებული. მთელ პერიმეტრზე თხრილები გააკეთეს. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მილსადენთან დგას საპატრულო პოლიციაც. ტყეე ისევ უკონტროლოდ იწვის. ცეცხლის ქრობას კი მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს”, – წერს მედია.

ცნობისთვის, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე დღეა უშედეგოდ ებრძვიან. როგორც ვიცით, სამაშველო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენებიც ჩაერთნენ.

 

ფოტო: ტვ პირველი

იტვირთბა....