ახალი ამბები პოლიტიკა

“შეგვიძლია უკრაინას სერიოზული დახმარება აღმოვუჩინოთ ისე, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევიდეთ” – ალასანია

შეგვიძლია უკრაინას სერიოზული დახმარება აღმოვუჩინოთ ისე, რომ უსეთთან კონფრონტაციაში არ შევიდეთ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს შეუძლია სერიოზული დახმარება აღმოუჩინოს მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს ისე, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს.

ამასთან, ალასანიას მოსაზრებით, თავდაცვისუნარიანობა უნდა ავამაღლოთ არა იმისთვის, რომ კონფრონტაცია გამოვიწვიოთ, არამედ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ შესაძლოა კონფრონტაციისგან.

„ზოგიერთი დღეს წარმოაჩენს საკითხს ისე, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, არჩევანი იყოს იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთთან ჩვენ არ დავიწყოთ სამხედრო კონფრონტაცია. ჩვენ შეგვიძლია, სერიოზული დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ისე რომ ჩვენ თვითონ არ მოვახდინოთ პროვოცირება რუსეთთან ჩვენს კონფრონტაციას. ამიტომ არასწორად დაყენებული საკითხია.

დიპლომატია იმიტომ არსებობს, რომ შენ გქონდეს სწორი დიპლომატიური ნაბიჯები გათვლილი, რომ შენ უჭერ მხარს საერთაშორისო არენაზე, სხვადასხვა პროცესებში უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას. ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია დავიწყოთ. ვთვლი, რომ მომავალში თავდაცვისუნარიანობა უნდა ავამაღლოთ არა იმისთვის, რომ კონფრონტაცია გამოვიწვიოთ, არამედ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ შესაძლო კონფრონტაციისგან.

ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საჰაერო თავდაცვა, ძლიერი თავდაცვის სხვა საშუალებები რომ ყველამ იცოდეს, თუ შენკენ გამოიწევს, მას ეს ძვირად დაუჯდება. აქედან გამომდინარე არასწორად აქვს ბევრ პოლიტიკოსს გაგებული რა რთულ ვითარებაში ვართ დღეს და რატომ არის მნიშვნელოვანი უპირობო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, პოლიტიკური, მორალური და ამავე დროს, არ შეხვიდე პირდაპირ კონფრონტაციაში რუსეთთან“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

იტვირთბა....