არასწორი კვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას იწვევს. იმისთვის, რომ სხვადასხვა დაავადება თავიდან აიცილოთ, ივარჯიშეთ, მიაქციეთ ყურადღება იმას რასაც ჭამთ, აკონტროლეთ არტერიული წნევა და რა თქმა უნდა, უარი თქვით მოწევაზე.
იმისთვის, რომ შეამციროთ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, თქვენ დაგჭირდებათ:
1 კბილი უმი, გახეხილი ნიორი , ½ ლიმონის წვენი, ½ ჩ/კ გახეხილი ორგანული კოჭა , 1 ს/კ ნატურალური თაფლი, 1 ს/კ ვაშლის ძმარი.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ბლენდერში გადაიტანეთ და მასას დაბალ სიჩქარეზე მოურიეთ. მიღებული ნარევი ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ პატარა პორციებით დღის განმავლობაში საკვების მიღების წინ. თუ გემო არ მოგწონთ, ის წყალს შეურიეთ ან საყვარელ “სმუზიში” დაამატეთ.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, ნიორი ამცირებს ორგანიზმში შაქრის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს. კოჭა ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს იმ პაციენტებში, ვინც იტანჯება ალკოჰოლიზმისგან, ვისაც აქვს ჰიპოთირეოზი, ნეფროტიკული სინდრომი და დიაბეტი. ვაშლის ძმარის
ნარევი სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს , შაქრის, ქოლესტერინის დონეს არეგულირებს იმ პაციენტებში, ვისაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვს. თაფლი კი სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან იცავს.
წყარო: aww.ge