ახალი ამბები პოლიტიკა

“ეს ომი რუსეთისთვის საბედისწერო შეცდომა იყო და ის დამარცხდება” – ალასანია

მჯერა, რომ ეს ომი რუსეთისთვის საბედისწერო შეცდომა იყო და ის დამარცხდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რა დათმობებზეც არ უნდა წახვიდე რუსეთთან, პუტინი საკუთარი გეგმების შესასრულებლად მაინც გააკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა.

“რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო წესრიგი რადიკალურად შეცვალა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ევროპაში, დღეს დარწმუნდა, რომ პუტინის რუსეთისთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო საბჭოთა კავშირის რეანიმაცია და აღდგენა. არ აქვს მნიშვნელობა რა დათმობებით შეხვალ მოლაპარაკებებში, რუსეთი იმ ამოცანის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

რადიკალური ცვლილებები მოხდა, გერმანიის დღევანდელი პოზიცია ძველისგან კარდინალურად განსხვავებულია. მჯერა, რომ ეს რუსეთისთვის საბედისწერო შეცდომა იყო და ის ამ ომში დამარცხდება. ამ ყველაფერს დრო სჭირდება და რა თქმა უნდა სწრაფად არ მოხდება. ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. ერთის მხრივ უნდა დავეხმაროთ ყველანაირად უკრაინას და მეორეს მხრივ ჩვენს ტერიტორიაზე არ უნდა მოხდეს კონფლიქტის განახლება. ამ ყველაფერს სჭირდება გეგმა და დაბალანსებული პოლიტიკა”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

იტვირთბა....