aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

📽 VIDEO ძლიერი ქარის გამო, ანაკლია ქვიშის ნისლშია გახვეული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძლიერი ქარის გამო, ანაკლია ქვიშის ნისლშია გახვეული. ადგილზე ხილვადობაა გართულებული. უამინდობის გამო, ანაკლიიდან ადგილობრივები და დამსვენებლები დროებით გადიან.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პრობლემის მიზეზი დიდი რაოდენობით ქვიშაა, რომელიც პორტის მშენებლობის გამო, სიღრმეში ჩასასვლელად იქნა ამოღებული და ის სანაპიროზე, 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, შვიდი მეტრის სიმაღლეზე იყო დაყრილი. ძლიერი ქარის დროს კი, ის ჰაერში იფანტება.

“ანაკლიაში ვითარება არის გაუსაძლისი. 24 საათია მიმდინარეობს სტიქია, აბსოლუტურად ყველაფერი გამინადგურა. არც ერთი თანამდებობის პირი არ დაინტერესებულა იმით, თუ რა ხდება ანაკლიაში. გამოუსაძლისია მდგომარეობა”.

“ბავშვები გახიზნულები არიან, დამსვენებლები საერთოდ გაიქცნენ. ასეთ პირობებში როგორ გაჩერდებიან”, – ამბობენ ადგილობრივები. 

.

იტვირთბა....