ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“პუტინმა ომი უკვე წააგო, თუმცა ჩვენ ჯერ არ მოგვიგია” – იუშჩენკო

უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია.

მისივე თქმით, უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ რუსეთთან და პუტინთან ბრძოლა წარმატებით შეუძლიათ.

“ბოლო სამი დღის მოვლენები ცხადყოფს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე წააგო, თუმცა უკრაინელებს ჯერ არ მოგვიგია”, – აცხადებს იუშჩენკო უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

იუშჩენკო იმედოვნებს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე და ურყევი იქნება.

იტვირთბა....