ახალი ამბები საზოგადოება

GWP-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) შენობაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სარდაფში, მცირე ფართობზე იყო გავრცელებული.

არსებული ცნობებით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....