ბორჯომში ძლიერი დაკვამლიანების გამო, ავიაციამ მუშაობა შეაჩერა – ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციის ჩატარება დროებით შეუძლებელია. ტვ პირველის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი ახლა სპეციალურ სადგომზეა გაჩერებული.
ადგილობრივების თქმით, დღეს ქვაბისხევში განსაკუთრებული დაკვამლიანებაა.
“ხანძარი სერიოზულადაა მოდებული უკვე. შეეძლოთ, თავის დროზე მიეღოთ ზომები. დღეს როგორი არის დაკვამლიანება ქვაბისხევში ასე არ ყოფილა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
პილოტებს არ აქვთ პასუხი, შეძლებენ თუ არა დღეს სამუშაოების განახლებას.