უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ერთადერთი შეცდომა დაუშვა და ეს არის ის, რომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო საკუთარ არმიაზე ზრუნვას. მისი თქმით, ეს იმის ბრალია, რომ დაიჯერეს, რუსეთი ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალიწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.
“ჩვენ დღეს ვხედავთ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს უფლებას, ვიყოთ დამოუკიდებლები. 30 წელზე მეტი ვიცხოვრეთ დამოუკიდებლობაში, ჩვენს საზღვრებში შევქმენით სრულებით დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ, დღეს, შეიძლება, უფრო ძვირს ვიხდით იმაში, რომ არ ვზრუნავდით ჩვენს არმიაზე. ერთადერთი შეცდომა, რომელიც ნამდვილად შემიძლია დავასახელო ის არის, რომ ძალიან ვენდეთ ჩვენს მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს საერთაშორისო შეთანხმებაა სხვა გარანტიებთან ერთად. იმდენად გვჯეროდა მისი, რომ არ ვიფიქრეთ – ჩვენი ჯარისთვის ყურადღების მოკლებით, მტერს ვარგებდით. დღეს, ამას უკვე ვაცნობიერებთ. ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ამ ომში გადავრჩებით – ხერხემალში დავამტვრევთ ამ გოლიათს”, – განაცხადა რეზნიკოვმა სამხედრო ტელევიზიის ეთერში.