ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანადამ თინა კანდელაკის ქმარს სანქციები დაუწესა

კანადის ხელისუფლებამ კრემლის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ქმარს, ვასილი ბროვკოს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კანდელაკი ავრცელებს Telegram-ზე.

“რახან კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი სანქცირებულ პირთა ახალ სიაში შეიყვანა, მის გარეშე კი დასასვენებლად არ დავდივარ, ჩემი პერსპექტივები უზომოდ შემცირდა. კვებეკში, ჩემს შალეში ვეღარ ჩავფრინდები კერძო თვითმფრინავით, ვერ მივალ იქ ექვსმეტრიანი მაიბახით, ვეღარ ვნახავ, როგორ მოგვესალმებიან მე და ჩემს ქმარს კანადელი მოახლეები. რა გაეწყობა, კიდევ ერთ ქვეყანას ამოვშლი ჩემი რუკიდან. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმს და სევასტოპოლს! – წერს კანდელაკი.

იტვირთბა....