ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – “გისურვებთ მშვიდ ცას”

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებული წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორ ქვეყანას შორის გულწრფელი, კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტს. ბელარუსი მომავალშიც გააგრძელებს მცდელობას, რომ შენარჩუნდეს თანხმობა და ყველა დონეზე განვითარდეს მეგრობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები”, – ნათქვამია ტექსტში.

ამასთან, Українська правда-ს ცნობით, ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინელებს “მშვიდ ცას, ტოლერანტობას, გამბედაობას, ძალას და წარმატებებს უსურვებს ღირსეული ცხოვრების აღდგენაში”.

იტვირთბა....