საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“უკრაინა და მისი დამოუკიდებლობა – ძალიან ვამაყობ, რომ 1991წლის 1 დეკემბერს მეც მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა.
უკრაინა იღბლიანი ქვეყანაა. მას გაუმართლა, რომ მსოფლიოში ყველაზე მამაცი ხალხი ჰყავს, რომელთაც მსოფლიოში საუკეთესო ჯარისკაცები უმაგრებენ ზურგს. უკრაინას გაუმართლა, რომ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა აქვს. უკრაინას გაუმართლა, რომ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის ბრძოლის ცენტრად იქცა. გაუმართლა, რომ ჰყავს ძალიან მამაცი და ქარიზმატული პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელიც არ დაიბნა. დიახ, ახლა უკრაინას რთული დღეები აქვს, მაგრამ მომავლის პერსპექტივაში, ის გვიჩვენებს მაგალითს, თუ როგორ უნდა აღდგეს ქვეყანა წარმატებულად. მართალია, ტყვედ ვარ, მაგრამ ჩემი გული კიევში, ოდესაში, უკრაინაში ძგერს!”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.