ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სიმონიანი: სკვერში გავიარე, სკამზე ბურთი იდო – ჩემი დაცვა უცებ მივარდა, ბომბი ეგონა

[su_quote]ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, სკვერში გავიარეთ, დაცვა გვახლდა. გაზაფხულზე მკვლელობის მცდელობების შემდეგ, სულ დაცვით დავდივარ. სკამზე საბავშვო ბურთი იდო და დაცვის ერთ-ერთი წევრი უცებ მივარდა ამ ბურთს. მე ვუთხარი – რას აკეთებ, ეს ხომ უბრალოდ ბურთია-მეთქი, ის კი მპასუხობს: ჩემთვის რომ თქვენი ლიკვიდირების დავალება მოეცათ, ზუსტად ასე მოვიქცეოდი – გზად უბრალოდ ბურთს დაგიდებდითო. მე კი გავიფიქრე, რა სასაცილოა ეს ყველაფერი სინამდვილეში-მეთქი, ორ საათში კი გაირკვა, რომ არა, სულაც არ ყოფილა სასაცილო[/su_quote]

ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი Telegram-ზე წერს, რითაც ეხმაურება მოსკოვის სიახლოვეს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, “პუტინის იდეოლოგად” წოდებული ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა მანქანაში აფეთქდა.

იტვირთბა....