ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ოპოზიციაზე: სცხელათ ალბათ, დასვენება ურჩევნიათ მუშაობას, როგორც ყოველთვის

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პასიურობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამის შესახებ ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა და თქვა, რომ ოპოზიციას მიზეზები არ ელევა.

“პოლიტიკაში პასიურობა, სუიციდის ტოლფასია, თვითმკვლელობის ტოლფასია. ცხელათ ალბათ, დასვენება ურჩევნიათ მუშაობას, როგორც ყოველთვის. ტვინი წაიღეს რაღაც გეგმებით, სულ გვპირდებიან, რომ რაღაც გეგმა აქვთ – სექტემბერში დაიწყებენ იმიტომ, რომ ახლა ცხელა და ხალხი ისვენებს, მერე სექტემბერში წვიმები დაიწყება და ახლა წვიმაში ხომ არ გამოვლენ, მერე თოვლი მოვა, ან არ მოვა და მიზეზი არ გამოელევათ ასე”, – ამბობს ხუხაშვილი.

 

იტვირთბა....