ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკი: 3 500-სს უახლოვდება რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა

პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა 3 500-სს უახლოვდება, ხოლო იმის დათვლა, თუ რამდენჯერ დაარტყა რუსულმა არტილერიამ ქვეყანას, შეუძლებელია.

“ამავდროულად, ტერორისტული სახელმწიფო არ წყვეტს საერთაშორისო სტრუქტურებთან თამაშს და ჰყოფნის თავხედობა, მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მადლობელი ვარ ყველა ევროპელი პოლიტიკოსის, ვისაც არ ავიწყდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის შემოღებაა საჭირო. რაც უფრო დიდია ინტერვალი სანქციების პაკეტებს შორის, მით უფრო იზრდება რუსეთის თავხედობა”, – ამბობს ზელენსკი.

იტვირთბა....