ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ისტორიული მოვლენა საქართველოს ენერგეტიკაში

„ისტორიული მოვლენა საქართველოს ენერგეტიკაში“ – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ამ სათაურით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება.

5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს“ – ნათქვამია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....