მეორე დღეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ცნობით, ზორეთის მიმდებარედ ტყის მასივი იწვის.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სავარაუდოდ, ცეცხლის კერების საბოლოო ჩაქრობა ახლო მომავალში მოხდება.