რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის იდეა ცალკეული ქვეყნების ნაცისტური პოლიტიკის გამოვლინებაა.
:დღეს ჩვენ ვხედავთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალოს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა”, – აცხადებს შოიგუ.
ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 30-31 აგვისტოს, პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.