ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბენ ჰოჯესი: არსებობს ნიშნები, რომ რუსეთის არმია სუსტდება

აშშ-ის არმიის ყოფილი გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთის არმია სუსტდება. ჰოჯესის თქმით, ამის მიზეზი უკრაინელების მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის აეროდრომზე აფეთქებებისა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საბრძოლო მასალის ათეულობით საცავსა და ქვედანაყოფებზე განხორციელებული დარტყმებია.

ჰოჯესის თქმით, უკრაინელთა ყოველი წარმატებული დარტყმა საბრძოლო მასალის საცავზე ან სამეთაურო პუნქტზე, რუსეთის არმიას მომარაგების პუნქტების უფრო და უფრო უკან დახევას აიძულებს, რაც მათ საბრძოლო მასალის შეკეთებას და აღდგენას ურთულებს.

“ისინი ვერ ახერხებენ ჩანაცვლებას. ბევრია ისეთი ნაწილი, რომელსაც რემონტი სჭირდება. ეს ნაწილები საიდანღაც უნდა მოვიდეს. ეს ყველაფერი კი ძალიან მყიფე, დაუცველი ლოჯისტიკური სისტემისთვის ტვირთია. ეს აჩვენებს, რომ ისინი დაუცველები არიან და მათი ლოჯისტიკური სისტემა ამოწურულია. რუსებს საკმარისი ხალხი ან შესაძლებლობაც კი არ აქვთ თავიანთი ოპერატიული ლოჯისტიკის დასაცავად “, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა გერმანულ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

იტვირთბა....