ახალი ამბები

ხაინდრავა: Credit Suisse ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა… შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემამ ნდობა დაკარგა. ის Credit Suisse-სს “ყაჩაღების ბუნაგს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყაჩაღობაში ჩართულია შვეიცარიის მართლმსაჯულება.

“სრული დეგრადაცია კოლაფსი დადგა იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი ვიყავით ამ წლების მანძილზე და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვეიცარიაა, ქვეყანა, რომელიც იყო განთქმული, ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ამ ქვეყანამ ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა უკვე კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. მხედველობაში მაქვს credit Suisse, რომელიც ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, რომელსაც ისინი ჩადიან, ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება და მისი გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე უკანონო და ყაჩაღური, როგორიც არის credit suisse-ის ყველა მოქმედება, რომლის მოწმენიც ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო. რაც მთავარია, აბსოლუტურად გაუგებარია და ამაში ჩაერთო შვეიცარიის ე.წ. თავისუფალი მედია. არანაირი თავისუფალი მედია და სარედაქციო თავისუფლება არ არსებობს, ეს არის დიდი მითი, რომელიც მოიგონეს იმ ფსევდოდემოკრატიის დასაცავად, რომელიც თითქოსდა მსოფლიოში იყო წამყვანი იდეა”, – განაცხადა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დევნა.

“მინდა სამი რამ დავასახელო, რაც პირდაპირ არის ჩართული დევნაში – ეს არის პირდაპირ კრიმინალური დევნა ბიძინა ივანიშვილის, რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის, შვეიცარიის მართლმსაჯულების და მედიის მხრიდან… თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიოში რამდენი ადამიანია, ვინც ეყრდნობოდა და ენდობოდა შვეიცარიის საბანკო სისტემას, ყველა მდიდარი ადამიანი, რა წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, როგორი რელიგიური აღმსარებლობის არ უნდა იყვნენ და როგორი ეთნიკური წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, დღეს შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან. ეს არის კატასტროფა შვეიცარიისთვის”, – ამბობს ხაინდრავა.

იტვირთბა....